მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

გვინდა გაცნობოთ, რომ გასულ კვირას წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სამუშაო პროცესები.

დღეს მეიჯერელ საქართველოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი უკვე დისტანციურად, საკუთარი სახლიდან უზრუნველყოფს კლიენტთა მომსახურების სერვისს.

“კორონავირუსი (COVID-19) კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ დავნერგეთ სახლიდან მუშაობის პროცესი, რათა, თანამაშრომლებისთვის შეგვექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო და არ შეგვეწყვიტა საოპერაციო საქმიანობა. მეიჯერელ საქართველოსთვის სამომავლო პრიორიტეტად კვლავ რჩება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა” – ალექსანდერ მირონენკო, მეიჯერელ საქართველოს დირექტორი.

გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და დიდი მადლობა გადავუხადოთ:

– მეიჯერელის თანამშრომელებს, ერთგულებისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის
– IT დეპარტამენტს და პროექტების მენეჯერებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ,რათა დისტანციურად მუშაობისთვის შეექმანთ შესაბამისი ტექნიკური პირობები
– ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, სწრაფი რეაგირებისთვის და თანმხლები პროცესების უზრუნველყოფისთვის
– მეიჯერელის პანდემიის გუნდს, უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნისთვის
– ადმინისტრაციის გუნდს მაქსიმალური ჩართულობისთვის

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ #ორიენტირებულიწინსვლაზე!

აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ, ჩამონათვალს თუ რა პრევენციული ღონისძიებები განვახორციელეთ ოფისებში, რათა მინიმუმამდე დაგვეყვანა COVID-19-ის გავრცელების სამომავლო რისკები:

– თანამშრომლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსთავში, ვიქირავეთ მინი ავტობუსი
– რეგულარულად ვახდენდით ოფისების სრულ დეზინფექციას
– დღეში ორჯერ სპეციალური ხსნარით, ვამუშავებდით მაგიდის ზედაპირებს და ზოგადად ყველა იმ საგანს, რომელთანაც ხშირი შეხება ჰქონდათ თანამშრომლებს
– სველი წერტილები და ოფისის სხვა სივრცეები მოვამარაგეთ საჭირო ინვენტარით (ხელის სადეზინფექციო ხსნარი, ნიღბები და ხელთათმანები)
– ოფისებში განვათავსეთ სპეციალური საინფორმაციო ბანერები, სადაც COVID-19-თან დაკავშირებული, ყველა ტიპის რეკომენდაციაა მითითებული
– კომპანიაში ჩამოვაყალიბეთ COVID19-ის პანდემიის გუნდი, რომლებიც მუდმივად აკონტროლებდნენ მიმდინარე სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენდნენ დაუყოვნებლივ რეაგირებას
– არსებული რისკის გამო, მთლიანად გაუქმდა საზღვარგარეთ მივლინებები
– თანამშრომლები, რომლებიც დაბრუნდენ მოგზაურობიდან, ან ჰქონდათ კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან, ვალდებული იყვნენ დაეცვათ 14 დღიანი თვითიზოლაციის პერიოდი
– გასაუბრებები დროებით შეჩერდა ან გადავიდა ონლაინ რეჟიმზე,
– შეხვედრები და ტრენინგები გადავიდა ონლაინ რეჟიმზე
– დროებით დავხურეთ საერთო სივრცეები (სათამაშო ოთახი, სამზარეულო)
– თანამშრომლებისთვის შეიქმნა სპეციალური ცხელი ხაზი