მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელ საქართველოს და Charte.ge-ს ერთობლივი სოციალური პროექტი

2021 წელს მეიჯერელი ჩაერთო „ჩართეს“ – საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმა charte.ge-ს – პროექტში და კასპის რეგიონში დააფინანსა ლეპტოპები 10 სოციალურად დაუცველი უფროსკლასელისთვის. ამასთან ერთად მოსწვალეებს ინტერნეტზე წვდომას „ჩართეს“ ყოველთვიური შემომწირველები დაუფინანსებენ.

დღესდღეობით, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, 78 000-ზე მეტ მოსწავლეს სახლში ინტერნეტი არ აქვს. ამასთან ერთად, უმრავლესობას, არც პერსონალური ლეპტოპი თუ კომპიუტერი გააჩნია, რათა შეძლოს სათანადო განათლების მიღება თუ განვითარება. Charte.ge-ს საშუალებით, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, კერძო თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელს შეუძლია ამ სასიკეთო საქმიანობაში წვლილის შეტანა და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის ინტერნეტზე წვდომის დაფინანსება.

„მეიჯერელ საქარველო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებელი კომპანია, განაგრძობს საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობას, თუმცა ამჯერად განათლების კუთხით. განათლება და განათლებაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საკითხებია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ბევრ მოსწავლეს განათლების მისღებად აუცილებელი პირობები არ აქვს. ვფიქრობ, ეს სამაგალითო ინიციატივაა და მოვუწოდებ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც, წვლილი შეიტანონ ამ საერთო კეთილდღეობისკენ მიმართულ საქმეში. ჩვენ კი, მზად ვართ, სამომავლოდაც განვაგრძოთ მსგავსი პროექტების განხორციელება და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ჩვენი მხარში დგომა სჭირდება,“ – განმარტავს ალექსანდრე მირონენკო, მეიჯერელ საქართველოს გენერალური მენეჯერი.  

„Charte.ge-ს საქმიანობას დიდი ხანია თვალს ვადევნებთ და ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით მათ მიერ განხორციელებულ ინიციატივებსა თუ პროექტებს. Charte.ge-ს საქმიანობა განსაკუთრებით დასაფასებელია დღეს, პანდემიის პირობებში, როდესაც ბევრ მოსწავლეს სრულყოფილი განათლების დისტანციურად მიღება არ შეუძლია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ერთობლივი პროექტი – არ მივცეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ახალგაზრდების განვითარების შეფერხების უფლება და ხელი შევუწყოთ მათ განათლებას,“ – განაცხადა ნინი ონეზაშვილმა, მეიჯერელ საქართველოს ბრენდინგის და კომუნიკაციების მენეჯერმა. 

„პროექტი „ჩართე“ უკვე 3 წელია, სოციალურად დაუცველი უფროსკლასელებისთვის ინტერნეტისა და კომპიუტერის მიწოდებაზე მუშაობს. სწორედ „მეიჯერელის“ მსგავსი კორპორატიული პარტნიორებისა და 2500-მდე ყოველთვიური კერძო შემომწირველის წყალობით უკვე 1000-ზე მეტ უფროსკლასელს მივეცით წვდომა კომპიუტერზე, ინტერნეტზე, ონლაინ სასწავლო რესურსებზე, ჩვენი გუნდის მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და ტრენინგზე. პანდემიის პირობებში აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, სხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან ჩვენს პროექტში და რაც შეიძლება მეტ უფროსკლასელს მივცემთ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების შანსს,“ – აცხადებს „ჩართეს“ წარმომადგენელი, რუსუდან ჯაყელი.