მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

ჯანსაღი სამუშაო გარემო და ერთიანი გუნდი წარმატების წინაპირობაა

მეიჯერელ საქართველომ შიდა სამოტივაციო პროგრამა წამოიწყო

დინამიური და გამოწვევებით სავსე კლიენტთა მომსახურების სფერო, ხშირ შემთხვევაში, სტრესულ გარემოში მუშაობასაც გულისხმობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლიანმა დამსაქმებელმა გუნდის წევრების სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე ყოველდღიურად იზრუნოს.

ჩვენი მთავარი ღირებულება 1700-მდე თანამშრომლისგან შემდგარი, ჩვენი ერთიანი გუნდი და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოა. სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, დაგვენერგა შიდა სამოტივაციო პროგრამა, რომელიც სამუშაო გარემოს მეტად გაუმჯობესებასა და გახალისებაზეა ორიენტირებული.

“Feel Good” პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 12 ამბასადორი, რომლებიც
ჩვენი გუნდის წევრების განვითარებაზე იზრუნებენ – დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის აქტივობებს, რათა მათ შეძლონ სამუშაო პროცესში განტვირთვა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა. ამბასადორები, პროექტის ფარგლებში, გამოავლენენ გუნდის საჭიროებებს, სურვილებსა თუ მოთხოვნებს და მათზე დაყრდნობით, ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ გუნდის სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ განივთარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.  

ახალი წამოწყება ჩვენს თანამშრომლებს დაეხმარება, განავითარონ პროფესიული თუ პერსონალური უნარ-ჩვევები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახალისო და გუნდურ აქტივობებში, გამოსცადონ სიახლეები და განიტვირთონ, როგორც სულიერად, ასევე გონებრივად და ფიზიკურად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს ტრენინგებს, ვორქშოპებს, სპორტულ, საქმელმოქმედო და ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

მეიჯერელ საქართველომ პროგრამის საპილოტე ვერსია სექტემბერში დაიწყო. დღესდღეობით, ამბასადორები უკვე ჩართულები არიან ღონისძიებების დაგეგმვაში და მომავალი ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად იზრუნებენ ჩვენი თანამშრომლების სამუშაო გარემოს მეტად
გაუმჯობესებაზე. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ფარგლებში, ბევრ სახალისო და საინტერესო პროექტს დავნერგავთ, სამუშაო გარემოს მეტად ჰარმონიულსა და კომფორტულს გავხდით, ხოლო ჩვენს გუნდს – კიდევ უფრო ერთიანს და მეგობრულს.