მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელმა სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

მეიჯერელ საქართველოსა და ქართულ-გერმანული ცენტრის თანამშრომლობით, წელს კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

29 სექტემბერს, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონებში, მეიჯერელ საქართველოს დაფინანსებითა და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საქველმოქმედო ღონისძიება.

კამპანიის ფარგლებში 71 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს დაურიგდა: ჩანთები, მოძრავი ანბანი, ფანქრები, კალმები, რვეულები და სხვა სასკოლო ნივთები.

„მეიჯერელ საქარველოსთვის განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ მიმართულებით დაგეგმილ წამოწყებებსა და საქველმოქმედო აქტივობებს. ჩვენი კომპანიის მთავარი მესიჯია, ვიყოთ „ორიენტირებული წინსვლაზე“, შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ დავგეგმოთ ისეთი კამპანიები, რომლებიც მიმართულია განვითარებაზე, ქველმოქმედებასა და უზრუნველყოფილი მომავლის შექმნისკენ.“ – განმარტავს ალექსანდერ მირონენკო, მეიჯერელ საქართველოს დირექტორი.

2020 წელს, ქართულ-გერმანული ცენტრი აღნიშნავს მოღვაწეობის 25 წელს. ორგანიზაცია მიმართულია გერმანული კულტურის პოპულარიზაციისა და გაფართოებისკენ, კულტურული გაერთიანებისა თუ ეკონომიკური კავშირების დამყარებისკენ.

საქველმოქმედო აქცია

მეიჯერელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისს კლიენტთა მომსახურების მიმართულებით.

მეიჯერელი მსოფლიოს მასშტაბისთ ოპერირებს 29 ქვეყანაში და აერთიანებს 52 000-ზე მეტ თანამშრომელს. 4 წლის წინ მეიჯერელმა მოღვაწეობა საქართველოშიც დაიწყო და ამჟამად სამ ქალაქში-თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 4 ოფისში, 1700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
მეიჯერელ საქართველო თანამშრომლობს ისეთი ინდუსტრიების საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ონალაინ გაყიდვები და ა.შ.
კომპანიის თანამშრომლები ურთიერთობენ ცნობილი ბრენდების  მომხმარებლებთან, ეხმარებიან მათ მიიღონ სასურველი ინფორმაცია და გადაჭრან არსებული პრობლემა.
მეიჯერელ საქართველო აერთიანებს სხვადასხვა ენოვან პროექტებს, მათ შორის არის გერმანული, გერმანულ-ინგლისური, ინგლისურ-თურქული, და თურქული.