მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელის დაფინანსებით ქალაქ ქუთაისში მცხოვრებ 80 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცა

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიტუაცია, კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. დღესდღეობით, როგორც არასდროს, განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

13 მაისს, ქალაქ ქუთაისში, მეიჯერელ საქართველოსა და ქართულ-გერმანული ცენტრის თანამშრომლობით, სოციალურად დაუცველ 80 ოჯახს, დაურიგდა საკვები პროდუქტები და პირველადი დახმარების ნივთები. პროექტი განხორციელდა ქუთაისის მერიისა და სოციალური სამსახურის მხარდაჭერით.

ქართულ-გერმანული ცენტრი 1995 წელს ჩამოყალიბდა(www.gdz.ge), რომლის მიზანია გერმანული ენისა და კულტურის საქართველოში პოპულარიზაცია და ქართველ ხალხთან დაახლოება, ასევე კულტურული და ეკონომიკური კავშირების გამყარება. ორგანიზაცია ქართველ სტუდენტებსა და მოსწავლეებს სთავაზობს გერმანული ენის შემსწავლელ კურსებს, საზაფხულო დასაქმების პროგრამებს და სხვა განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს.