მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

როგორ გავაუმჯობესოთ LinkedIn-ის პროფილი

ლინკდინი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს კადრების შერჩევის პროცესს. პლატფორმა თითოეულ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, შექმნას უნიკალური LinkedIn პროფილი საკუთარი გამოცდილების, უნარ-ჩვევებისა და ინტერესების მიხედვით, დაუკავშირდეს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და აღმოაჩინოს მისთვის შესაფერისი ვაკანსიები თუ ტრენინგები.

ჩვენი კადრების შერჩევის და დასაქმების გუნდი მზად არის გაგიზიაროს სწორედ ის რჩევები, რომელიც დაგეხმარება პროფესიონალური ლინკდინ პროფილისა და შესაბამისად, ეფექტური პერსონალური ბრენდის შექმნაში.

  1. შეარჩიე სწორი პროფილის ფოტო

პროფილის ფოტოზე საკმაოდ ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რომელიც დაინტერესებულ პირს თუ დამსაქმებელს შენს მიმართ უჩნდება. აუცილებლად შეარჩიე ხარისხიანი, აკადემიური და დადებითი განწყობის ფოტოსურათი.

  • დაამატე გარეკანის ფოტო

ვიზუალურად გამართულ ლინკდინის პროფილს აუცილებელია ჰქონდეს გარეკანის ფოტო. გარეკანის ფოტო ხალხის ყურადღებას იქცევს და პოტენციური დამსაქმებლისთვის შენს პროფილს მეტად დასამახსოვრებელს და საინტერესოს ხდის.  

  • შექმენი კრეატიული აღწერილობა

გამართული LinkedIn-ის პროფილის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დასათაურება და აღწერილობა, სადაც ძირითად შემთხვევაში, ადამიანები მათ მიმდინარე პოზიციასა და ინტერესებს უთითებენ. ხშირ შემთხვევაში, ეს პუნქტი გამოუყენებელია ან არასწორადაა შევსებული. გირჩევთ, რომ მაქსიმალურად ეცადო, შექმნა ისეთი აღწერილობა, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს შენს უნარ-ჩვევებს, მისწრაფებებსა და გამოცდილებას. ყოველივე ეს კი განაპირობებს დამსაქმებლის დადებით განწყობას შენს, როგორც პოტენციური კადრის მიმართ.

  • გაზარდე შენი გამომწერების რიცხვი

ლინკდინის პროფილის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირება ძალიან მარტივი გზაა, რომელიც დაგეხმარება სწრაფად გაზარდო შენი გამომწერების რიცხვი. ახალი კავშირები დაგეხმარება, აღმოაჩინო სიახლეები სხვადასხვა დარგში და მიიღო მეტი ინფორმაცია კომპანიებისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ მსოფლიოს სხვადსხვა კუთხეში.

  • შექმენი შენი უნარ-ჩვევების სია

ლინკდინ პროფილზე შეგიძლია შექმნა შენი უნარ-ჩვევების სია. დამსაქმებლები, ხშირ შემთხვევაში, კადრებს სწორედ მათი ვაკანსიისთვის რელევანტური უნარ-ჩვევების მიხედვით ეძებენ. აქედან გამომდინარე, შენი სია ზუსტად უნდა აღწერდეს შენს შესაძლებლობებსა და უნარებს.

  • მოითხოვე რეკომენდაცია

ლინკდინის პლატფორმა საშუალებას გაძლევს, მიიღო რეკომენდაციები შენი კოლეგებისგან. დამსაქმებლები კადრების ძიების დროს, რეზიუმეების განხილვასთან ერთად, ხშირად ნახულობენ მათ ლინკდინ პროფილსებსაც. რეკომენდაცია კი ამ დროს, ძალიან დიდ როლს თამაშობს. ის უკეთესად წარმოაჩენს შენს შესაძლებლობებს და ამასთან ერთად, შენს შესახებ დადებითი შთაბეჭდილებას უქმნის პოტენციურ დამსაქმებლებს.

  • იყავი აქტიური

მნიშვნელოვანია, იყო მუდმივად ჩართული და აქტიური, რათა შენი პროფილი გახდეს უფრო საინტერესო. ამისთვის ყველაზე ეფექტური გზა შენთვის რელევანტური პოსტების გაზიარება ან  საინტერესო კონტენტის ატვირთვაა. ეს დაგეხმარება საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი პროფილი და შენი გამომწერებისგან მიიღო მეტი უკუკავშირი.

  • გამოიწერე შენი სფეროს წარმომადგენლები

შენი გამოწერილი აუდიტორია ქმნის სიახლეების ველს, რომელიც გაძლევს საშუალებას, აღმოაჩინო შენს დარგში აქტუალური თემები. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მიიღო ინფორმაცია და თვალი ადევნო მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები დაგეხმარება პროფესიონალური, გამართული და ეფექტური ლინკდინ პროფილის შექმნაში. ყოველთვის გახსოვდეს, რომ იყო  მიზანმიმართული, კრეატიული და გამორჩეული.

გისურვებთ წარმატებებს!