მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მზად ხარ ლიდერობისთვის?

ალბათ გაინტერესებს იქნებოდი თუ არა კარგი ლიდერი, მაგრამ არ იცი რას შეიძლება მოიცავდეს ლიდერობა მართვის გარდა? ჩვენ შემოგთავაზებთ ძირითად ნიშნებს, რომელიც მიგახვედრებს, რამდენად მზად ხარ იმისთვის, რომ მართო გუნდი.  

შენს თავს არ აყენებ გუნდის წევრებზე მაღლა

შეიძლება სწორედ შენ ხარ ის, ვინც გაუძღვებოდა გუნდს უფრო მაღალ პოზიციაზე, თუმცა ეს არ გაძლევს საბაბს იფიქრო, რომ მათზე მაღლა დგახარ. ყველა ინდივიდი ქმნის რაღაც ღირებულს, რაც საბოლოოდ გუნდს უფრო ძლიერს ხდის. შენ თუ ვერ აფასებ გუნდის თითოეულ წევრს, ე.ი. შენ არ ხარ ლიდერი. არ აქვს მნიშვნელობა ჯგუფის მენეჯერი იქნები, თუ უბრალოდ წევრი, იცოდე შენ ამ გუნდის ნაწილი ხარ. შესაძლოა გქონდეს სხვა ვალდებულებები, მაგრამ შენი მთავარი საქმე ერთია – წარმატებით გაართვა თავი სამუშაოს, რომელიც მთლიან ჯგუფს დადებით შედეგამდე მიიყვანს. 

ყოველთვის აძლევ მაგალითს სხვებს

შენ დროულად ჩნდები ადგილზე ყოველ სამუშაო დღესა და შეხვედრებზე და მზადყოფნას გამოთქვამ სამუშაოს შესასრულებლად,  იცავ შესვენების დროებს და არ იცილებ თავიდან შენს საქმეს, ყოველთვის პატივისცემით ექცევი და თანაუგრძნობ სხვებს, იცავ ბალანს და გესმის რა არის კარგი შენთვის, შენი გუნდისა და კომპანიისთვის. კარგი ლიდერობის მაგალითია, როცა წესების მიხედვით მოქმედებ. 

ყოველთვის მზად ხარ დაუდგე გუნდს გვერდით

შენმა გუნდმა ყოველთვის უნდა იგრძნოს, რომ ყოველთვის შეუძლია მოვიდეს შენთან ნებისმიერი პრობლემით. თუ რაიმე მოხდა და თანამშრომელს პრობლემა აქვს, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მის სამუშაოზე. შენ იმისთვის ხარ, რომ მათ კომფორტი შეუქმნა. ვიღაც შეიძლება დაბნეულია და ჭირდება ახსნა. შენ უნდა ასწავლო მათ ან გადაამისამართო შესაბამის პირთან. ჯგუფის ხელმძღვანელები მხოლოდ დამკვირვებლები არ არიან, გუნდს დახმარება, დაკვალიანება და გაძღოლა ჭირდება, უნდა დაინახონ, რომ მათ ყოველთვის მათ გვერდზე ხარ. დაიმახსოვრე, რთულ სიტუაციებში შენ ხარ შუამავალი გუნდსა და კომპანიას შორის.

ადამიანები ეყრდნობიან შენ კომპეტენციას და მოწონთ შენს გუნდში ყოფნა 

თუ გუნდურ სტრუქტურაში მუშაობ, ყოველთვის არის გუნდის წევრი, რომელიც ლიდერულ უნარებს ავლენს. თუ ეს ადამიანი შენ ხარ, სხვები შენ დაგეყრდნობიან და შენი იმედი ექნებათ. 

 ყოველთვის ხარ სიახლეების საქმის კურსში და ინფორმაციას აწვდი გუნდის წევრებს

მუდმივად ინტერესდები ოფისში მიმდინარე სიახლეებით, აანალიზებ იქნება თუ არა შენი გუნდისთვის ეს სიახლე სასარგებლო. რთულ სიტუაციებში, ყოველთვის ცდილობ გაანეიტრალო სიტუაცია. 

შენ ხარ ძირითადი მოტივატორი

მოტივაცია გადამწყვეტია გუნდის, ოფისისა და კომპანიის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ამის გარეშე წარმოუდგენელია. თუ გუნდს აქვს ისეთი დავალება, რომელიც ძალიან რთულად მიღწევადია და იმედგაცრუებულს ტოვებს გუნდის წევრებს, შენ ხარ ის, ვინც მათ მოტივაციას მიცემს და წარმატებით დაასრულებინებს სამუშაოს.