მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელ საქართველო მოხუცების კეთილდღეობისთვის

მეიჯერელ საქართველო განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას – ნოემბერში ჩვენმა ერთიანმა გუნდმა მორიგი საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. წინა საახალწლოდ, კამპანია „ერთად ვიზრუნოთ მოხუცებზე“-ს ფარგლებში, ჩვენი გუნდი სათნოების სახლ კათარზისის 345 ბენეფიციარს დაეხმარა.

„მეიჯერელის ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკამაქსიმალურად მიმართულია თანამშრომლების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე და ყოველთვის ვცდილობთ სხვადასხვა ტიპის ინიციატივებით გუნდის წევრებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებელი კომპანიას, არ გვავიწყდება, რომ #ერთად, უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზეც, ვისაც ჩვენი დამხარება და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არაერთი საქველმოქმედო კამპანია წამოვიწყეთ და სამომავლოდ, კიდევ აქტიურად გავაგრძელებთმსგავსიკამპანიების დაგეგმავასა და განხორციელებას კომპანიის გლობალური CSR სტრატეგიის ფარგლებში. ვფიქრობ, ქვეყნის და ხალხის საერთო კეთიდღეობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა,“ – განაცხადა ალესანდერ მირონენკომ, მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა.

ასოციაცია „კათარზისი“ მადლობას უხდის „მეიჯერელ საქართველოს“ დირექტორსა და გუნდს გაწეული ფინანსური დახმარებისათვის, რომელმაც დიდი როლი იქონია ასოციაციის ბენეფიციარების დახმარებაში კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში. ასოციაცია „კათარზისი“ იმედოვნებს თანამშრომლობის გაგრძელებას და გამოთქვამს სურვილს, პანდემიის დაძლევის შემდეგ „მეიჯერელ საქართველოს“ წარმომადგენელთა მასპინძლობასთან დაკავშირებით.  – განაცხადა ნატო კობიაშვილმა, სათნოების სახლ კათარზისისმენეჯერმა.

კამპანიის წარმატებულ განხორციელებაში ჩართული იყო მეიჯერელ საქართველოს მთელი გუნდი. შევქმენით სპეციალური ფონდისადაც მთელი ნოემბრის თვის განმავლობაში თითოეულ ჩვენთაგანს შეეძლო ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა.

თვის ბოლოს, შეგროვებული თანხა, მეიჯერელ საქართველოს მიერ გაორმაგდა და სათნოების სახლ კათარზისს გადაეცა.

„ჩვენიგუნდის წევრებიყოველთვისსიხარულით უერთდებიან მსგავს ინიციატივებს. ამპროექტისმთავარიარსიერთიანობაში მდგომარეობს.გვსურს, რომ #ერთად და ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მოხუცებულ ადამიანებს და ყველას, ვისაც გვერდში დგომა სჭირდება. ამ აქტივობით, თანამშრომლებს მივეცით საშუალება, საახალწლო პერიოდში შეეტანათ წვლილი ბენეფიციარებისთვის უკეთესი მომავლის შექმაში,“ აღნიშნა ნინი ონეზაშვილმა, ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერმა მეიჯერელ საქართველოში.

მეიჯერელსაქართველომსაქველმოქმედოაქცია„ერთადვიზრუნოთ“ მაისის თვეში წარმოიყო. აქციის ფარგლებში,განვახორციელეთ სხვადასხვა კამპანია მათ შორის, აპრილში მეიჯერელ საქართველო ასოციაცია ანიკას ბენეფიციარებს დაეხმარა, ხოლო ნოემბერში – სათნოების სახლ კათარზისის ბენეფიციარებს.

მეიჯერელი მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს და 54 000-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი ჰყავს. მეიჯერელმა საქართველოში საქმიანობა 4 წლის წინ დაიწყო და ამჟამად სამ ქალაქში – თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 4 ოფისში, 1800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მეიჯერელ საქართველო თანამშრომლობს საერთაშორისო ბრენდებთან ისეთი ინდუსტრიებიდან, როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ონალაინ გაყიდვები დაა.შ.ჩვენი თანამშრომლები ურთიერთობენ ცნობილი ბრენდების მომხმარებლებთან, ეხმარებიან მათ მიიღონ სასურველი ინფორმაცია, თუ გადაჭრან არსებული პრობლემები.კომპანია ემსახურება სხვადსასხვა ენოვან მომხმარებლებს და ამჟამად, მუშაობს გერმანულ,გერმანულ-ინგლისურ, ინგლისურ-თურქულ, დათურქულ ენოვან პროექტებზე.