მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელ საქართველოს Asus-ის ტექნიკურ გუნდს 1 წელი შეუსრულდა

მეიჯერელ საქართველომ მსოფლიო ბაზარზე წამყვან ტექნოლოგიების კომპანია Asus-თან თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო. კომპანია Asus-ი კომპიუტერებსა და სხვადასხვა სახის სამომხმარებლო ტექნიკას აწარმოებს და მსოფლიო ბაზრის წილის მიხედვით, ტოპ 20-ეულს მიეკუთვნება.


Asus-ის ტექნიკური უზრუნველყოფის პროექტი 2019 წლის ნოემბერში, 2 კვირიანი ტრენინგების შედეგად დაინერგა, რომელიც Asus-ის წარმომადგენლებმა ქუთაისის ოფისში ჩაატარეს. ამჟამად, ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ბაზარზე მყოფ Asus-ის მომხმარებელებისთვის ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უზრუნველყოფაზე. მომხმარებლებთან კომუნიკაცია ხდება როგორც სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალებით, ასევე ელექტრონული ფოსტისა და ჩეთის მეშვეობით.

თავდაპირველად პროექტი მხოლოდ Asus-ის მომხმარებლების ტექნიკური დახმარებით შემოიფარგლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში, მეიჯერელის გუნდმა Asus Shop-ის ტექნიკური მხარდაჭერაც შეითავსა, რაც Asus-ის გემანიის მაღაზიის ზედამხედველობასაც გულისხმობს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა Asus-ის ნოუთბუქებისა და სმარტფონების საგარანტიო დისტანციური სერვისიც ჩაიბარა. კომპანია Asus-ს Gaming მიმართულებით ცალკე ხაზი აქვს, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს კომპიუტერული თამაშების მომხმარეებლებთანაც ხშირი შეხება აქვთ და მათთვის საჭირო მომსახურების გაწევაც მათი კომპეტენციაა.

„საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქუთასში მსგავსი პროექტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ როგორც ტექნიკური უნარ-ჩვევები, ასევე ამ სფეროში მუშაობის სურვილი, ქალაქის დატოვება არ უწევთ. ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ პროექტმა დიდ წარმატებას მიაღწია და ეს ყოველივე ჩვენი ერთიანი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. ჩვენი გუნდის წევრები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის გრძნობით და მისწრაფებით, ყოველთვის იყვნენ ბაზარზე საუკეთესონი. ვფიქრობ, შედეგებზე დაყრდნობით, ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. დღეს ჩვენი გუნდი 15 თანამშრომლისგან შედგება, თუმცა სამომავლოდ, მიზნად კოლექტივის მეტად გაზრდას ვისახავთ“, – აცხადებს დიმიტრი ბარათაშვილი, მეიჯერელ საქართველოს, Asus-ის ტექნიკური გუნდის ოპერაციების მენეჯერი.