მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

მეიჯერელი უკვე ბათუმშია

მეიჯერელი უკვე ბათუმშია

საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელი“, მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 52 000-ზე მეტია, დამკვეთი ორგანიზაციების რიცხვი 500-ს შეადგენს.

მეიჯერელმა საქართველოში მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით ოპერირებს 3 ქალაქში, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 4 ოფისში. ამჟამად, მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლების რიცხვი 1700-ზე მეტია.

მეიჯერელი უკვე ბათუმშია

მეიჯერელი ქართულ ბაზარზე შემოსვლის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, ერთობლივი პროექტებით, კი განხორციელდა მრავალი საინტერესო ღონისძიება.
„ ჩვენი გუნდი მუდმივად მზადაა დაამტკიცოს, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მომსახურების დონე მაღალ სტანდარტებს შეესაბამება,
რაც განაპირობებს კომპანიის სწრაფ ზრდასა და განვითარებას ქართულ ბაზარზე – ალექსანდერ მირონენკო მეიჯერელ საქართველოს დირექტორი.

მეიჯერელი უკვე ბათუმშია

2020 წელს, მეიჯერელ საქართველომ გადაწყვიტა მისი საქმიანობა გაეფართოვებინა საქართველოს მასშტაბით და ოპერაციები ქალაქ ბათუმშიც წამოეწყო. რაც პირველ რიგში, დაამკვიდრებს ახალ
სტანდარტებს ადგილობრივ ბაზარზე, მისცემს საშუალებას პოტენციურ თანამშრომლებს მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და განავითარონ მათი პროფესიული უნარ-ჩვევები.

“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ უნიკალური ორგანიზაციული კულტურა, კომპანიის თითოეული წევრი გრძნობს ზრუნვასა და მხარდაჭერას, ყოველთვის ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო სამუშაო გარემო და პირობები. “განმარტავს „მეიჯერელ საქართველოს“ დირექტორი ალექსანდერ მირონენკო.

„კომპანია მეიჯერელი გვთავაზობს არა მარტო საერთაშორისო კრიტერიუმებზე დამყარებულ საქმიანობას, არამედ, ფინანსურ ზრდას საქართველოს ეკონომიკისთვისაც.
კომპანიამ საქართველოში განახორციელა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც მიმართულია ქართული ბიზნესის განვითარებისკენ. “- განმარტავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

და მაინც, რატომ ბათუმი?

„მეიჯერელმა“ საქართველოში ფუნქციონირება 4 წლის წინ, თბილისში დაიწყო ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით.
წარმატებული საქმიანობის შედეგად, 2018 წელს შემოვიდა მოთხოვნა არსებული პროექტის გაფართოებისა და ახალის დამატების თაობაზე, რის
შედეგადაც 2019 წელს, გაიხსნა თბილისის მეორე და ქუთაისის პირველი
ოფისები. ბაზრის ერთწლიანი კვლევის შემდეგ, სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით, გადაწყდა გახსნილიყო მიკრო საიტი ქალაქ ბათუმში. ახალი ოფისი გათვლილი იქნება 50 ადამიანისთვის, 6 თვიანი პილოტის შედეგად კი გადაწყდება მუდმივი ოფისის მოწყობის გეგმები.

კომპანია ბათუმში ერთი, გერმანულენოვანი პროექტით არის წარმოდგენილი. მეიჯერელის თანამშრომლები ელექტრონული კომერციის ინდიუსტრიაში მოღვაწე წამყვანი ბრენდის თანამშრომლებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ.

“ჩვენს გუნდს იმედი აქვს, რომ ბათუმში აღმოვაჩენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ერთად მივაღწიოთ დიდ წარმატებას“-ალექსანდერ მირონენკო, „მეიჯერელ საქართველოს“დირექტორი.

დასაქმება ბათუმში - მეიჯერელი