მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

ერთად ვიზრუნოთ პატარებზე

მეიჯერელ საქართველოს საქველმოქმედო კამპანია – “ერთად ვიზრუნოთ პატარებზე”

„ერთად ვიზრუნოთ პატარებზე“ წარმოადგენს „მეიჯერელ საქართველოს“ ახალ, შიდა პროგრამას, რომელიც დაინერგა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ახალი წამოწყების მიზნით, კომპანიაში შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომლის საშუალებითაც თითოეულ თანამშრომელს ჰქონდა შესაძლებლობა შეეტანა წვლილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვების დასახმარებლად. 20 დღის განმავლობაში, პროგრამა აქტიურად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, 22 ივნისს ბენეფიციარებს გადაეცათ ყველა საჭირო ნივთი და პროდუქტი.

„მეიჯერელ საქართველოს“ მიერ განხორციელებული საქველმოქმედო აქცია – ერთად ვიზრუნოთ პატარებზე ითვალისწინებდა იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო, ქვეყანაში არსებული პანდემია.

პროგრამის ფარგლებში მოვიძიეთ სხვადასხვა ორგანიზაციები, თუმცა საბოლოოდ შევარჩიეთ – ასოციაცია „ანიკა“. ეს ორგანიზაცია
საქართველოში 1997 წლიდან ფუნქციონირებს და ხელ უწობს შშმ-პირების
ინკლუზიასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
ასოციაცია, მაქსიმალურად მიმართულია განახორციელოს ის პროექტები,
რომლებიც აამაღლებს საზოგადოების ცნობისუნარიანობას შშმ -პირთა უფლებათა დაცვის შესახებ.

ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მათ
დისტანციურად მოუწიათ საქმიანობების განხორციელება, რის გამოც, 3 თვის მანძილზე 78 ბენეფიციარი სახლიდან გაუსვლელად იღებდა ყველანაირ დახმარებას.

„კამპანიის “ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე” ფარგლებში მეიჯერელ
საქართველოს“ თანამშრომელთა ინიციატივით, მოვიძიეთ ფონდი, რომელიც შემდეგ, ასოციაცია „ანიკამ“ გამოიკვლია და დადგენილი
საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე, 78 ბავშვს დაურიგდა პირველადი საჭიროების ნივთები და პროდუქტები“- ამბობს „მეიჯერელ საქართველოს“ დირექტორი, ალექსანდერ მირონენკო.

პროექტს მიღმა, მეიჯერელ საქართველოს თანამშრომლები ყოველთვის ცდილობენ გამოხატონ საკუთარი ინტერესი და ჩაერთონ ჩვენს
საქველმოქმედო აქტივობებში. ამ პროექტის მთავარი არსიც შემდეგში
მდგომარეობს -#ერთად და ერთიანი ძალებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ამჟამად ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება.

„მართალია „ანიკა“ უკვე დიდი ხანია, რაც ანხორციელებს ამ საქმიანობას, თუმცა არასდროს ყოფილა გამოხმაურება ბიზნეს სექტორიდან. მეიჯერელ
საქართველოსგან მიღებული შემოთავაზების თავიდან არც გვჯეროდა ,
თუმცა ჩვენმა ერთობლივმა დახმარებამ და მიღებულმა შედეგებმა
მართლაც რომ მოლოდინს გადააჭარბა. ამ საერთო პროექტმა, მოგვცა შესაძლებლობა დავხმარებოდით იმაზე მეტ ოჯახს, ვიდრე გვქონდა
დაგეგმილი, შედეგად კი ყოველდღიურად ვღებულობთ სამადლობელ წერილებსა და ზარებს ბედნიერი ოჯახებისგან“-ამბობს ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი, ირინე ინასარიძე.

მეიჯერელი მსოფლიოს მასშტაბისთ ოპერირებს 29 ქვეყანაში და
აერთიანებს 52 000-ზე მეტ თანამშრომელს. 4 წლის წინ მეიჯერელმა მოღვაწეობა საქართველოშიც დაიწყო და ამჟამად სამ ქალაქში-
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 4 ოფისში, 1700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. მეიჯერელ საქართველო თანამშრომლობს ისეთი
ინდუსტრიების საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა: ინფორმაციული ტექნოლოგიები, მოგზაურობა, ონალაინ გაყიდვები და ა.შ.
კომპანიის თანამშრომლები ურთიერთობენ ცნობილი ბრენდების 
მომხმარებლებთან, ეხმარებიან მათ მიიღონ სასურველი ინფორმაცია და
გადაჭრან არსებული პრობლემა. მეიჯერელ საქართველო აერთიანებს სხვადასხვა ენოვან პროექტებს, მათ შორის არის გერმანული, გერმანულ-ინგლისური, ინგლისურ-თურქული, და თურქული.