მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

Majorel და Sitel Group-ის გაერთიანება ინდუსტრიის ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად

Majorel და Sitel Group პოტენციური გაერთიანების შესახებ, ძირითად ასპექტებზე შეთანხმდნენ. 

აღნიშნული გარიგება უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს გლობალური ინდუსტრიის ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად და მომხმარებელთა გამოცდილების სექტორის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კომპანიათა შერწყმის საშუალებით, არსებულ და ახალ გლობალურ კლიენტებს, შეეძლებათ ისარგებლონ გაცილებით  დახვეწილი მომსახურებით და ეფექტური სერვისებით. 

მეიჯერელსა და საიტელ ჯგუფს შეეძლებათ შექმნან გლობალური და მოწინავე პლატფრომა ამერიკის, EMEA-სა და APAC-ის რეგიონებში, სადაც ისინი 240,000-მდე ადამიანს, 300-ზე მეტ ლოკაციაზე დაასაქმებენ და 1,000-მდე კლიენტს მსოფლიოს გარშემო, 70-ზე მეტ ენაზე შესთავაზებენ მომსახურებას. კომპანიათა გაერთიანება მათ ფართო გეორგრაფიული არეალის და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ბაზრების ათვისებაშიც დაეხმარება. 

„მოხარულები ვართ, რომ საიტელის ჯგუფთან გაერთიანების შესაძლებლობაზე შეგვიძლია საუბარი. ჩვენი წარმატებული ორგანიზაციების გაერთიანება, იქნება კვანტური ნახტომი და წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიის აღსრულებასა და მომხმარებელთა გამოცდილების სექტორში, გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებისაკენ. მოუთმენლად ველი ლაურენტ უბერტისთან და საიტელის გუნდთან მუშაობას.“ – აღნიშნავს ტომას მაკენბროკი, მეიჯერელის აღამსრულებელი დირექტორი.

ასევე, ლაურენტ უბერტი, საიტელ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამატებს: „მეიჯერელის სახით, ჩვენ იდეალური პარტნიორი ვიპოვეთ ჩვენი სტრატეგიული განვითარების ხელშესაწყობად. მალევე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ ერთნაირი ღირებულებებისა და კულტურის მატარებლები ვართ, ამიტომ, მოუთმენლად ველით მეიჯერელთან ერთად ახალი ფურცლის, ახალი ისტორიის დაწერას და ამავდროულად, მსოფლიოსთვის მომხმარებელთა საუკეთსო გამოცდილების უზრუნველყოფას.“

აღსანიშნავია, რომ მეიჯერელი და საიტელ ჯფუფი, გაერთიანების შემდეგ განახლებული სახელითა და ბრენდინგით გააცნობენ მსოფლიოს თავს. კომპანიის სათაო ოფისი ლუქსემბურგში იქნება განთავსებული და Euronext Amsterdam-ის საფონდო ბირჟზე იქნება წარმოდგენილი.

საიტელთან ერთად, მეიჯერელი საკუთარი შესაძლებლობებისა და კლიენტთა პორტფოლიოს გაზრდას, მსოფლიოს მასშტაბით შეძლებს და დამატებითი ცოდნითა და პოტენციალით ისარგებლებს. გარდა ამისა, მეიჯერელი საიტელის ამჟამინდელი კლიენტებისთვისაც შექმნის დამატებით ღირებულებას. კომპანიათა გაერთიანება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს მეიჯერელის გუნდის წევრების პროფესიონალური განვითარებისთვისაც. 

მხარეები კომპანიათა შერწყმას ყველა საჭირო სამართლებრივი ნორმების დაცვით განახორციელებენ, რის შემდეგაც, მეიჯერელისა და საიტელის გუნდები დაინტერესებულ მხარეებს სპეციალურ სხდომაზე მოიწვენენ და ერთობლივად უყრიან კენჭს გადაწყვეტილებას გაერთიანების შესახებ. შეთავაზების დახურვა 2022 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2023 წლის პირველ კვარტლამდეა მოსალოდნელი.

Sitel Group-ის შესახებ

საიტელ ჯგუფი მომხმარებელთა მაღალხარისხიან გამოცდილებას, ბრენდებს საერთაშორისო ბაზარზე სთავაზობს და მათთვის მყარი, საფუძვლიანი მომსახურების შექმნას უზრუნველჰყოფს. თითოეული ბრენდის უნიკალური ხედვისა და მიზნებისგან მიღებული შთაგონებით, ჩვენ ვეძებთ განსხვავებულ მიდგომებს და ვნერგავთ ისეთ ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომლებიც მომხმარებელთა ძალისხმევას მნიშვნელოვნად ამცირებენ. 

საიტელ ჯგუფი საერთაშორისო ბრენდებს ყოველდღიურად, 50-ზე მეტ ენაზე აკავშირებს საკუთარ მომხმარებლებთან და მსოფლიოს გარშემო 165,000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სწორედ ეს ადამიანები უზრუნველყოფენ კონკურენტული უპირატესობის შექმნას. ორიენტირებული კულტურა და 40+ წლიანი გამოცდილება, კომპანიას მუდმივად ეხმარება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებასა და განვითარებაში. ვრცლად Sitel Group-ის შესახებ.