მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

Feel Good – როგორ ზრუნავს მეიჯერელი თანამშრომლების ჩართულობაზე

მეიჯერელში  თანამშრომლების კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი გუნდის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მეიჯერელი აქტიურად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების მოტივაციაზე,  გამხნევებასა და შთაგონებაზე. სწორედ ეს არის Feel Good პროგრამის მიზანიც. თუ გსურს დეტალურად გაიგო, რას მოიცავს ეს პროგრამა, განაგრძე ბლოგის კითხვა. 👇🏻

❓რა არის Feel Good პროგრამა

Feel Good პროგრამა მეიჯერელის გუნდის წევრების ინტერესებსა და საჭიროებებს ეხმაურება. ის კომპანიის მთავარ ღირებულებებს – შემოქმედებითობას, სრულყოფილებისკენ სწრაფვას და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. Feel Good პროგრამის მიზანი მარტივია – თითოეული თანამშრომელი, თავს კარგად გრძნობდეს (როგორც თავად პროგრამის დასახელებაც გვეუბნება).პროგრამა საკუთარ თავში რამდენიმე ქვე-პროგრამასაც აერთიანებს, ესენია: Body, Soul, Mind, Special.

🏃🏻‍♀️Feel Good Body 

ჯანსაღი სხეული გაცილებით მეტ ენერგიას გვაძლევს და ჩვენი განწყობის ამაღლებაშიც გვეხმარება. ჯანსაღი სხეული = ჯანსაღ გონებას! მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ბალანსი და შევინარჩუნოთ სპორტული აქტივობები, სწორი კვება. მეიჯერელი ამ ყველაფერზეც ზრუნავს და ყოველთვიურად, საკუთარი გუნდის წევრებს განსხვავებულ აქტივობებს სთავაზობს, მაგალითად: იოგას, ლაშქრობას, ზუმბას გაკვეთილებს, პილატესს. ზოგჯერ ფრენბურთისა და ბოულინგის სათამაშოდაც ვიკრიბებით.

📚Feel Good Mind 

ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, განსაკუთრებით განვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის, ცნობისმოყვარეობაა. მეიჯერელში ვზრუნავთ საკუთარი გუნდის წევრებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე. გარემოს, რომელიც მათ სწავლაში და განვითარებაში დაეხმარება, როგორც პიროვნულ, ასევე კარიერულ განვითარებაში. Feel Good Mind-ის ფარგლებში, ჩვენ ერთმანეთთან წიგნის ჭიებს, ინტელექტუალური თამაშების მოყვარულებსა და უბრალოდ, სწავლის მსურველებს ვაკავშირებთ. აქ მუდმივად განვიხილავთ და ვაანალიზებთ წიგნებს და ვგეგმავთ სხვადასხვა ტიპის ლექციებს.

🧘🏻 Feel Good Soul 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, დავეხმაროთ თანამშრომლებს როგორც პროფესიულ, ისე პირად განვითარებაში და ხელი შევუწყოთ მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში. ამიტომაც, მეიჯერელი აქტიურად ზრუნავს მათი ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას, პროდუქტიული აქტივობების შეთავაზებას. Feel Good Soul-ის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ვორქშოფებს, მასტერკლასებს, მაგალითად როგორიცაა: კერამიკის ვორქშოფი. 

🌟 Feel Good  Special 

სპეციალური კამპანიებისა და CSR (კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა) აქტივობების ფარგლებში, მეიჯერელი ხელს უწყობს განათლების, ცხოვრებისეული შესაძლებლობების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის წახალისებას, როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური მასშტაბით. გარდა ამისა, Feel Good Special-ის პროგრამაში ბევრ სახალისო და საინტერესო აქტივობებსაც შეხვდებით. 

მაგალითად, Movie Club ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, სადაც მისი წევრები სხვადასხვა ფილმებს განიხილავენ და ერთმანეთს საკუთარ აზრებს უზიარებენ. მათთვის ყოველთვიურად, სპეციალურ სესიებსაც ვაწყობთ. დამატებით, კლუბში ანიმეს მოყვარულებიც გავაერთიანეთ და შეიძლება ითქვას, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია Feel Good ჯგუფებს შორის.

ასევე მეიჯერელში დაგხვდებათ მშობელთა კლუბიც, სადაც ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას ერთად ვცდილობთ.

Feel Good-ის თითოეული პროგრამისთვის, ასევე შერჩეულები არიან ამბასადორებიც, რომლებიც მუდმივად ახალ-ახალი და უნიკალური შეთავაზებების, სიახლეებისა და აქტივობების დაგეგმვაში გვეხმარებიან. ისინი Feel Good პროგრამის ხერხემალს წარმოადგენენ.