მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

გაიცანი მეიჯერელის Feel Good პროგრამის ამბასადორები

სამუშაო პროცესის განმავლობაში ხალისისა და მხნეობის  მუდმივად შენარჩუნება, ზოგჯერ არ არის მარტივი. მეიჯერელის Feel Good  პროგრამა სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ თითოეული გუნდის წევრი თავს კარგად გრძნობდეს და ამაში, უდიდეს როლს პროგრამის ამბასადროები თამაშობენ. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, როგორ შეამსუბუქონ საკუთარი კოლეგებისა და მეგობრების დღე მეიჯერელში, გაუზიარონ დადებითი ემოციები და დასამახსოვრებელი მომენტები. ამ სტატიაში სწორედ მათ გაგაცნობთ.☺️

ოგორია ამბასადორის როლი მეიჯერელში?

მეიჯერელი, როგორც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანია, სხვადასხვა ინდუსტრიაში მყოფ ბიზნესებთან თანამშრომლობს, რომლებიც დამახასიათებელი სამუშაო გარემოთი და სპეციფიკით გამოირჩევიან. თითოეული ბიზნესი კი, უნიკალური ადამიანებითა და განსხვავებული ინტერესებით სავსე გუნდებს აერთიანებს. Feel Good პროგრამის ამბასადორები ამ გუნდებთან დაკავშირებაში, მათი სურვილებისა და საჭიროებების გაცნობაში და უკუკავშირის მიღებაში გვეხმარებიან. თითოეული ამბასადორი მისი ინტერესების მიხედვით ირჩევა და მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებით, ისეთ პროექტებზე მუშაობს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს არის.

 ნინო ბარაკაძე

ბუნება! ეს არის სრული ჰარმონია! განსაკუთრებით მთა და ზოგადად, ჰაიკინგი. ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა რეგენერაციისა და განტვირთვისთვის. ეს არის ცალკე სამყარო, სადაც სიამოვნებით შემიძლია გადავიკარგო, თუნდაც მარტო და თუნდაც, რამდენიმე დღით. ცხოვრების სიყვარული და ირგვლივ სამყარო, გაზაფხულის მზიანი დილა ან წვიმის სურნელი – ამ ყველაფრისგა  უშრეტ შთაგონებას ვიღებ. 

გაბრიელ ნიკოლეიშვილი

მე ვარ გაბრიელი, Feel Good Mind პროგრამის ამბასადორი. მიყვარს მოგზაურობა, განსხვავებული ცივილიზაციებისა და კულტურის ხალხებთან ურთიერთობა, მათი გაცნობა. მაინტერესებს ყველაფერი, რაც სამყაროს ხედვის პერსპექტივასთან არის დაკავშირებული.

ცხოვრების განმავლობაში, მუდმივად მქონდა ძლიერი სურვილი, რომ დადებითი ცვლილებები შემეტანა იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ.

ანი ქურციკიძე

მიყვარს და აქტიურად ვთამაშობ ინტელექტუალურ თამაშებს, მაგალითად: რა? სად? როდის?, ბრეინ რინგი. ასევე მიტაცებს ხელოვნება: მუსიკა, კინო და ლიტერატურა. კულინარიითაც დიდ სიამოვნებას ვიღებ, თუმცა უფრო მეტად კერძის მზადებიდან და არა დაგემოვნებიდან. ვცდილობ, რომ კულინარია უბრალო ინტერესიდან, ჰობად გადავაქციო.

მე-6 წელია სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობ და მიზნად მაქვს დასახული, რომ ექიმი გავხდე. ჩემი მომავალი პროფესიის მსგავსად, Feel Good პროგრამაც მაძლევს ადამიანების დახმარების საშუალებას. ვფიქრობ, რომ ალტრუიზმი ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 

ხატია დანელია

ამბასადორობა მეხმარება, რომ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების სამუშაო დღე, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო. Feel Good პროგრამის საშუალებით, ადამიანებს განტვირთვის, ახალი ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა შეუძლიათ. ამაში წვლილის შეტანა კი, უდიდესი სიამოვნებაა.

თაკო ხათრიძე

თანამშრომლებთან ურთიერთობა და მათთან ერთად იმ აქტივობებში ჩართვა, რომლებსაც ჩვენვე ვგეგმავთ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. 

ჩემი ჰობი სპორტია, თუმცა უფრო კონკრეტულად, ცურვა და ბოქსი. მართალია, ისინი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვენ, თუმცა ვარჯიშის შემდეგ, მაინც ვახერხებ ემოციურად დასვენებას და ნეგატიური ენერგიებისგან დაცლას. მომავალი მიზნები და საყვარელი ადამიანები ჩემს გარშემო – ეს, უდიდესი მოტივატორია.

სალომე გონგაძე

სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული, პოზიტივის ძიება – ჩემი სუპერძალა და ცხოვრებისეული მისწრაფებაა. მოგზაურობა, ადრენალინი, მზე, ბუნება და მთები, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და შთაგონებასაც მაძლევს. 

გიორგი კომახიძე

დიდ სიამოვნებას ვღებულობ მაშინ, როდესაც ჩემს მიერ გაკეთებული საქმით, სხვა ადამიანებს ბედნიერებას ვანიჭებ და ვხედავ, რომ მათ მცირედით მაინც დავეხმარე. Feel Good-ის ამბასადორობა კი ამაში ძალიან მეხმარება. ის მაძლევს საშუალებას, რომ გავამხიარულო ჩემი კოლეგები და შევუმსუბუქო მათ დამღლელი სამუშაო დღისგან მიღებული სტრესი. ამჟამად, დიდ დროს ვუთმობ ფოტოგრაფიას და მის შესწავლას – სწორედ ეს მეხმარება განტვირთვაში. 

ქეთევან რევია

მართალია, სრულიად სუბიექტური აზრია, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან მარტივად შევდივარ ყველასთან ახლო კომუნიკაციაში და მალე ვაყვარებ მათ თავს J მიყვარს ანიმეების ყურება თავისუფალ დროს, მოგზაურობა და ზღვაზე რელაქსაცია. ეს ორი, ალბათ, არასდროს მომბეზრდება. იმის ცოდნა, რომ სხვა ადამიანებს შემიძლია მცირედით მაინც დავეხმარო, უდიდესი მოტივატორია.

მიხეილ შვანგირაძე

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. მუდმივად ვცდილობ, შევინარჩუნო პოზიტიურობა და სხვებსაც ამისაკენ მოვუწოდებ.

ძალიან მიყვარს „უსაქმურობა“ (ხუმრობით, რა თქმა უნდა). ამ დროს შეიძლება სრულად გადავეშვა რომელიმე ანიმეში ან ფილმში. გარდა ამისა, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია მუსიკისა და ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე. რაც უფრო მეტ ადამიანთან ვახერხებ დღის განმავლობაში შეხვედრას და კომუნიკაციას, მით უფრო ენერგიული ვხდები.

ანამარია თუშიშვილი

ძალიან მიყვარს ცეკვა, ცურვა და მსგავსი ფიზიკური აქტივობები. თუმცა, შედარებით პასიური ინტერესებიდან, ეზოთორეკასა და ასტროლოგიას გამოვარჩევდი. 

Feel Good პროგრამა უზომოდ საინტერესოა მასთან დაკავშირებული უამრავი სიურპრიზითა და ადამიანით. განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანისთვის, რომლისთვისაც ხალხთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ეს მაკავშირებს შთაგონების უშრეტ წყაროსთან. 

ნატალია გაბუნია

„Feel Good პროგრამა, ეს მეორე ოჯახია, სადაც ჩვენ დანარჩენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გახალისებაზე ვზრუნავთ. ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მათ ყოველდღიურ რუტინაში, პატარ-პატარა ბედნიერი და სასიხარულო მომენტები შევიტანოთ. “

მე ნატალია ვარ, ყოფილი ჩოგბურთელი, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა, სეირნობა, ბავშვთან ერთად დროის გატარება და ფილემბის ყურება. ეს ყველაფერი, ჩემი შთაგონების წყაროა.

ლაილა შარაძე

ჩემი ჰობი და ინტერესები მუდმივად იცვლება, თუმცა ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგზაურობით, ახალი ადამიანების, კულტურებისა და ადგილების აღმოჩენით ვიღებ. შესაძლებლობებით სავსე გარემო და მიზნების ასრულებაზე ფიქრი, ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. 

თამთა მეტრეველი

ჩემი საყვარელი საქმიანობა საინტერესო და ჩემთვის სასიამოვნო საქმიანობების ძიებაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კერამიკით ვიყავი დაინტერესებული, ახლა ფიზიკური სიჯანსაღით და შესაბამისად, აქტიურადაც ვვარჯიშობ. მიყვარს ახალი მუსიკის აღმოჩენა და საღამოობით საინტერესო ფილმისა თუ სერიალის ყურება. ხელოვნებასთან ნებისმიერი სახის კონტაქტი, შესაძლოა ჩემი ინტერესის საგანი გახდეს.


მარიამ ჭიღლაძე

და რა თქმა უნდა, ჩვენი Feel Good მენეჯერის გარეშე, რომელიც ამ საუცხოო გუნდს უძღვება, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ეს მარიამ ჭიღლაძეა მარკეტინგის დეპარტამენტიდან, რომელიც ფილ გუდის გუნდთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მეიჯერელის გუნდის წევრების ჩართულობაზე და მათ კმაყოფილებაზე.

თუ გსურს შენც გახდე მეიჯერელის საუცხოო გუნდის წევრი, აუცილებლად შეამოწმე მიმდინარე ვაკანსიები.