მთავარი
ვაკანსიები შენი კარიერა იწყება აქ
ჩვენ შესახებ ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ბლოგი გაეცანი ჩვენს სიახლეებს
კონტაქტი დაგვიკავშირდი

გაიცანით მეიჯერელის გლობალ IT სერვის დესკი

2019 წლის 18 მარტს, როდესაც „Majorel”-ი ჯერ კიდევ „Arvato Bertelsmann“-ის სახელით იყო ცნობილი, მეიჯერელ საქართველოს თბილისის ოფისიდან მეიჯერელის გლობალ IT ServiceDesk-მა დაიწყო ფუნქციონირება; დეპარტამენტის მეიჯერელ საქართველოში გახსნიდან უკვე თითქმის 3  წელი გავიდა. 

ამჟამად გუნდი 12 წევრისაგან შედგება და კომპანიისთვის რეგიონალური მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებს; ხშირად აიტი გუნდის საქმიანობა დანარჩენი თანამშრომლების ყურადღების მიღმა რჩება, რადგან მათი ყოველდღიური ამოცანები, სხვებისგან განსხვავებით, “კულისებში” მუშავდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გიამბოთ, თუ რას ემსახურება იმ “ყოვლისშემძლე” ადამიანთა ჯგუფი, რომელთა საქმიანობის შესახებაც ხშირად საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.  

Majorel Global IT ServisDesk, GEE  გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული მეიჯერელის საიტებისათვის ყველანაირი IT პრობლემის და მოთხოვნის დასარეგისტრირებლად პირველადი საკომუნიკაციო რგოლია. სამუშაო პროცესი ყოველდღიურად საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსეა;

თითოეული ამოცანა, რომელიც საქმიანობის პროცესში იკვეთება, ინდივიდუალურ და კრეატიულ მიდგომას საჭიროებს, თანაც, სტრატეგიული კომუნიკაციის წარმოებას გლობალურად — გერმანულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე მოითხოვს; ეს ფაქტორი გუნდის ყოველ წევრს ერთგვარი მედიატორის ფუნქციას სძენს მეიჯერელს, მის დამკვეთებსა და ვენდორ კომპანიებს შორის. 

“ჩვენთვის უმთავრესი გუნდური მუშაობა,  საერთო მიზნისა და ამოცანების გათავისებაა. IT სერვისდესკის ყველა წევრს განვითარებისკენ სწრაფვა, შრომისმოყვარეობა და კრეატიულობა აერთიანებს, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი გუნდის  წარმატება.” — ამბობს გლობალ IT სერვისდესკის მენეჯერი თეონა აბრამიშვილი. 

გლობალ IT სერვის დესკი კომპანიის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტია; საქართველოში ამ განყოფილების განთავსებით კომპანიამ მეიჯერელ საქართველოს უდიდესი ნდობა გამოუცხადა; როგორც გუნდში ამბობენ, დიდი გამოწვევებისათვის მზად არიან და არც ახალი დაბრკოლებები აშინებთ.